11:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 10:45:32, 14107 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი დადასტურებული და 1 საეჭვო შემთხვევის პაციენტი შეიყვანეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მათ ცენტრში არსებული 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 

"ჩვენს ცენტრში, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და 1 საეჭვო ანტიგენ დადასტურებული პაციენტი, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს. დღეს მას "პისიარ" კვლევა ჩაუტარდება. ამჟამად ჩვენთან წევს 40 კოვიდ დადასტურებული და 1 საეჭვო პაციენტი. მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება. სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დღეს შეიძლება საშუალოზე მძიმედ ჩავთვალოთ. დანარცენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილია მსუბუქი სიმძიმის. 

8 ახალი შემთხვევიდან ხანდაზმული პაციენტი არც ერთი არ არის. მხოლოდ ერთი არის 16 წლის. მათი მდგომარეობა კლინიკურად საშუალო სიმძიმეს არ სცილდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics