2020-05-25 18:41:35, 7784 ნახვა
სხვადასხვა
ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან - მსოფლიო მედია ბასილაშვილის საქმეზე წერს
ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. „ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავს ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა france24.
ბასილაშვილის საქმეზე წერს Guardian-იც. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობით დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ბასილაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებდნენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა: „the sun“, „MSN“, „essentiallysports“, „tennis-tourtalk“, CNN, BBC, NBC, FOXNEWS, და სხვები.

ავტორი: ექსპრესნიუსი,