21:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 11:46:29, 12155 ნახვა

ომი უკრაინაში
ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალია, რომელსაც მძიმე ქრონიკული დააავდებები ჰქონდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული დააავდებები ჰქონდა.

მისი თქმით, 29 აპრილიდან პაციენტს კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა.

„პაციენტი, 81 წლის ქალბატონი ჩვენთან, კლინიკაში შემოვიდა 12 აპრილს „ქართულ-გერმანული“ კლინიკიდან აპარატულ სუნთქვაზე. იყო უმძიმესი პაციენტი და მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 29 აპრილს, 14 დღის შემდეგ მას ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. თუმცა თავისი ქრონიკული დაავადებებით იყო უმძიმესი პაციენტი. მას ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის ნაკლოვანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი დისტრესი, სეფსისი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ანემია და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რითაც გარდაიცვალა პაციენტი. პაციენტი გარდაიცვალა 13 მაისს, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე. 29 აპრილს კორონავირუსი პაციენტს აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ძველი დაავადებები ქრონიკული, რომ პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ. კორონავირუსმა დაამძიმა პაციენტის ქრონიკული დაავადებები. პაციენტი იყო 81 წლის ქალბატონი ქართველი“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics