02:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 22:06:05, 12897 ნახვა

ომი უკრაინაში
თავისუფლება მაგრამ ნიღაბში - საფრანგეთმა შეზღუდვები გააუქმა

დღეიდან საფრანგეთის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები გააუქმა. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ, მათ ამისთვის სპეციალური ნებართვა არ დაჭირდებათ.

მიუხედავად ამისა, გადაადგილების სრულ თავისუფლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ფრანგებს, მხოლოდ თავის დეპარტამენტში ან სახლიდან 100 კილომეტრის მოშორებით შეუძლიათ მოძრაობა. 
საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უწინდელი ცხოვრების წესს ქვეყანა ვეღარ დაუბრუნდება. ვითარების სრულ დარეგულირებამდე, ყველა ქალაქსა და დეპარტამენტში აუცილებელია სამედიცინო პირბადით გადაადგილება. მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში.

ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 26 380-ს აღწევს.

120-ით შემცირდა საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რიცხვი და ახლა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით საფრანგეთის მასშტაბით საავადმყოფოებში 22 614 ადამიანი მკურნალობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics