14:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 11:03:24, 520 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონიდან საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის თარიღსაც გამოეხმაურა.

„სიმბოლურია, რომ დღეს, 18 აგვისტოს, ჩვენი თაობის ყველაზე უფრო დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს აქ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიმყოფებით... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიდრე ჩვენს ქუჩებზე ასეთი ბიჭები, ასეთი გმირები ცხოვრობენ ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი და შემძლე იმისა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა უზრუნველყოს. სიმბოლურია, რომ, სწორედ, დღეს ვიმყოფებით არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც პატივი მივაგეთ წარმოშობით ქართველი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics