20:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 10:58:09, 6431 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 მოზარდი იმყოფება, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 მოზარდი იმყოფება.

მისი თქმით, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება. გამოჯანმრთელებული ჩვენ უკვე 57 პაციენტი გვყავს. დღეს დილას ტარდება ტესტირება მონიტორინგის თვალსაზრისით ექვს პაციენტზე, რომელთანაც პირველ ჯერზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი.

ახალი დაინფიცირებული პაციენტებიდან ერთი არის ჩვენთან თეთრიწყაროს კლასტერიდან. ბოლო რამდენიმე დღეში 4 პაციენტი შემოვიდა. ძირითადად ეს არის ბოლნისის და მარნეულის წყარო. მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და ახლა უკვე გვყავს 11 მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics