2020-04-23 16:18:39, 16238 ნახვა
ომი უკრაინაში
რა მდგომარეობაა რეგიონში კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით
კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მეტი შემთხვევა თურქეთში ფიქსირდება. აქ კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98 674 შეადგინა.
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 376-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 16 477-მდე გაიზარდა.
რუსეთში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 62 773 ადამიანი, გარდაიცვალა - 555,ხოლო გამოჯანმრთელდა 4 891 პაციენტი.
სომხეთში დღემდე ინფიცირებულია 1 523 ადამიანი, გარდაიცავალა 24 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი.
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 518 შეადგინა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენეობას, ის 20-ს შეადგენს. აქ კოვიდ19-ით დაამარცხა 907 ადამინმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან