2020-04-07 15:49:08, 13470 ნახვა
ომი უკრაინაში
სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული
ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, კლინიკაში სტიქაროსანის ოჯახის წევრებიც კერძოდ, ბაბუა, დედა და კიდევ ერთი წევრი იმყოფება.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, მამა სერაფიმემ განაცხადა, რომ სასულიერო პირი ტაძარში არ დაინფიცირებულა და მას ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან