14:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 13:26:16, 1176 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმედ ფასდებოდა სტაბილურია

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძმედ ფასდებოდა დასტაბილურდა - ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირქტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პაციენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და მალე თერაპიის განყოფილებაში გადაინაცვლებს.

„პაციენტი ჩვენ კლინიკაში გადმოყვანილი იყო მარნეულის წითელი ზონიდან, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა კორონავირუსის დადასტურებული ინფექციით, ასევე კლინიკურ- ანამნეზიური მონაცემებით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა , არტერიული გიპერტენზია.

პაციენტი მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე და ახაზს ვუსვამ ტერმინალური. ვინაიდან პაციენტთან შემოყვანიდან 24 საათის განმავლობაში, არ ისაზღვრეოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია, ასევე იყო მკვეთრი არტერიული გიპოტენზია , გერმოდინამიკის რღვევით.

 ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკითაა, ბოლო 24 საათია მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან, აბსოლიტურად კონტაქტური და ადეკვატურია. ალბათ რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics