17:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 16:00:02, 686 ნახვა

სამართალი
გაგი მოსიაშვილი: უდავოა, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მოკლეს

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ დადასტურებულია, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს“,  –ამის შესახებ ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა. 

მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ვერსია უნდა განიხილონ. 

„გამოძიება ძალიან ბევრ ვერსიაზე მუშაობს. ახლა ეს არის ის ეტაპი, სადაც ნებისმნიერი სახის ვერსია უნდა იქნას განხილული. უდაოა ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მოკლეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ეს  უდაოდ დადასტურებული ფაქტია“, – განაცხადა მოსიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

 შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული  ინფორმაციით, ის ააფეთქეს.

იური ვაზაგაშვილი, სოფელ ყარაფილაში დღეს,  შვილის გვერდით დაკრძალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics