14:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 12:42:59, 851 ნახვა

კომენტარი
ლევან მურუსიძე: ყველა თანხმდება, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გავლენები იყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გავლენები იყო.

როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სისტემაში ხარვეზები არსებობს, თუმცა სასამართლო დღეს ყველასგან დამოუკიდებელია და  იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად.

"იმაზეც ვთანხმდებით, რომ დღეს სასამართლო გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო ადრე. იმედი მაქვს, მომავალში გაცილებით უკეთესი გახდება. ამიტომ, ვისაც სურს, რომ სასამართლო იყოს  ძლიერი საქართველოში, ამოუდგნენ გვერდით სასამართლო კორპუსს და სასამართლო სისტემას. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ლანძღვა მიუღებელია",-აღნიშნა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ:

" მიხედონ თავინათ საქმეს და  იმ თემებზე ისაუბრონ, რომლებიც მათ ეხებათ",-განმარტა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics