17:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 14:43:03, 893 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა. მას ბრალად ედება საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

The.independent წერს, რომ ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, რომელსაც დღეს 66 წელი შეუსრულდა, ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში დააკავეს.

პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინცი ფილიპეს მეორე ვაჟია. 

კონკრეტულად, რას ედავებიან პრინც ენდრიუს, ჯერჯერობით უცნობია. 

2025 წელს პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ჩამოერთვა და მან უინძორების სასახლე დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაღრმავდა ეჭვი მის კავშირებზე სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან. ბუკინგემის სასახლემ განცხადებაში თქვა, რომ პრინც ენდრიუს 30 ოქტომბრიდან ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ეწოდებოდა.

ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრინცი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics