|
2015-02-14 12:08:07, 981 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებში უკრაინის წარმომადგენელიც იქნება
"მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განაცხადებაშია აღნიშნული. პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას გამოიყენებს და უკრაინას საზღვარგარეთ ღირსეულად წარმოადგენს. „მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, მიხეილი ჩამოაყალიბებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინას და მსოფლიოს შორის რეფორმების საკითხზე. იგი გამოიყენებს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარმოგვადგენს ჩვენ საზღვარგარეთ. გზა, რომელიც ჩვენ ღირსების რევოლუციით ავირჩიეთ გასულ წელს, უკვე დასრულებულია და დამოწმებული ჩვენი მეზობლების მიერ. ისინი მზად არიან, თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ. ბოლო დრომდე მიხეილი, ფაქტობრივად, იყო ჩვენი უანგარო კონსულტანტი უკრაინის რეფორმების საკითხში. ახლა, საბოლოოდ, იგი იღებს ოფიციალურ სტატუსს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს. დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს. პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)