2017-05-31 16:06:49, 2350 ნახვა
კომენტარი Lifestyle
გიორგი კვირიკაშვილი ქაბულში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქაბულში მომხდარი აფეთქებას გმობს.
პრემიერ-მინისტრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზალარებულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს.
"ვგმობთ საშინელ თავდასხმას ქაბულში. ჩემი გულრწფელი თანაგრძნობა მინდა გამოვუცხადო იმ დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და მეგობრებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი, დაშავდა. დაღუპულთა შორის არის BBC თანამშრომელი. თავდასხმის დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან