02:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 16:59:44, 994 ნახვა

მსოფლიო
ნემცოვის მკვლელობის ახალი თვითმხილველი გამოჩნდა

რუსული მედიის ცნობით, ბორის ნემცოვის სავარაუდო მკვლელი, არ ჰგავს მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს. გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველი, 

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობის ახალი თვითმხილველი გამოჩნდა, რომლის გვარსაც გაზეთი „კომერსანტი“ განცახდებაში არ ავრცელებს. თვითმხილველი "ევგენის" თქმით, მკვლელი  საშუალო სიმაღლის, გამხდარი  და მუქი ფერის ხვეულ თმიანი მამაკაცი იყო. ამასთან ერთად მიუხედავად სიცივისა და ქარისა, ქურთუკის გარეშე იყო და მუქი ფერის ჯინსი ეცვა, იგი მოგვიანებით რუსული წარმოების თეთრი ფერის ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. 

„კომერსანტის“ განცახდებით ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი ევგენი, მკვლელობის დროს ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა, რის გამოც მას მკვლელობა არ დაუნახავს და შესაბამისად ხმაც არ გაუგია. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს.  აქამდე მოკლულის მეგობარი გოგოს გარდა  სხვა თვითმხილველი საქმეში არ ფიგურირებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics