23:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 13:45:01, 754 ნახვა

რეგიონი
უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ  უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის  მიზანი საქართველოში  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება უბისის მონასტერს, ასევე,  მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე  მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები. პროექტის  ღირებულება 1 422 609 ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics