13:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 12:22:35, 1287 ნახვა

სამართალი
ეკა კუპატაძე - ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს და ჩემი დაკითხვა ცნეს უდავოდ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სასამართლოს პირველად მიმართავს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე. კუპატაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "მკვლელებსა და მკვლელების ადვოკატებს მოსმენა მოუწევთ".

 "მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ჰოი საოცრებავ, აღარაფერია მათგან საოცრება, მაგრამ მაინც, მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს და ჩემი დაკითხვა ცნეს უდავოდ. შესაბამისად, მე სულ ბოლო სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი მე გავიგე წუხელ, ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე, რომ მოვსულიყავი დღეს და ბოლოს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული. მკვლელებსა და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ... შევუკვეთე ხომ მე სახელმწიფოს? შეკვეთით რომ ვიჭერ მათ კიკინიან ბავშვებს, არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა? არ აინტერესებდათ ნია იმნაძის მოსმენა? ნია იმნაძე არის გოგონა, რომელმაც ჩემი შვილი ჩააწვინა მიწაში და რომელმაც ეს არასრულწლოვანები გაუშვა ციხეში. გოგონას, რომელსაც სექსუალურად ავიწროებდა ჩემი შვილი თურმე, არაფერი არ ჰქონია სათქმელი სასამართლოსთან. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი, ნია იმნაძისა და სხვა დანარჩენების... ქვას ქვაზე დავადუღებ!" - ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ჟურნალისტებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics