19:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 00:36:24, 729 ნახვა

სხვადასხვა
გოგი თოფაძის კომპანია ჯარს ლიმონათით 2 წლის განმავლობაში ამარაგებდა

მრეწველების ლიდერი, გოგი თოფაძე, ქართულ ჯარს ლიმონათი ყაზბეგით ორი წლის განმავლობაში ამარაგებდა. მისმა კომპანიამ ტენდერში გამარჯვება 2016 წელს ვეღარ მოიპოვა. 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტშია აღნიშნული, გოგი თოფაძის კომპანიამ 2014 წელს ტენდერიდან თითქმის 880 ათასი ლარი მიიღო. კომპანია ყაზბეგმა ტენდერი 2015 წელსაც მოიგო და ამ მომსახურებისათვის მან თითქმის, 420 ათასი ლარი მიიღო.

2016 წელს კომპანია ყაზბეგმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერში წააგო და არაალკოჰოლური სასმელით ქართულ ჯარს მიმდინარე წელს უკვე სხვა კომპანია ამარაგებს.

აღნიშნულ ფაქტს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი გადაცემა არჩევანში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებით არ ინტერესდება და არც ის იცის, რომ კომპანია ყაზბეგმა თავდაცვის სამინისტროს ტენდერში 2016 წელს ვეღარ გაიმარჯვა.

''მე ამის შესახებ არ ვიცოდი. თუმცა, ახლა რაც ვნახე, ეს არ არის იმ ტიპის თანხები, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი მასთან,'' - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics