2015-02-12 14:46:04, 891 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო: საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მას ოფიციალური ვიზიტი აქვს საქართველოში დაგეგმილი.
ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი. ქართველებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კარგი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ საჭიროა შევხვდეთ და სერიოზულად განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთბები“,-განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აპრილში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეწვევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან