2015-02-11 14:36:21, 927 ნახვა
მსოფლიო
„ნორმანდიულ ფორმატში“ პუტინის მონაწილეობა კრემლმა დაადასტურა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა მინსკის „ნორმანდიულ ფორმატში“ დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კრემლმა დაადასტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინის პრესსამსახურის ცნობით, კრემლის პირველი პირი მინსკში დღეს გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ ოთხი ლიდერის შეხვედრა დღს მინსკში გაიმართება.
ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან