22:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 08:51:07, 1992 ნახვა

სამხედრო
The Guardian: პუტინი პირადად არის ჩართული უკრაინის ომში და იღებს ტაქტიკურ და ოპერატიულ გადაწყვეტილებებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმდენად პირადად არის ჩართული უკრაინის ომში, რომ ოპერატიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს "პოლკოვნიკის დონეზე", წერენ The Guardian და Times დასავლურ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი „ეხმარება დონბასში ძალების გადაადგილების დადგენას“, სადაც გასულ კვირას რუსული ჯარები წარუმატებლად ცდილობდნენ მდინარე სევერსკი დონეცის იძულებით გადაკვეთას, პუტინი ასევე „ახლაც მჭიდროდ თანამშრომლობს“ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან.

„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინი და გერასიმოვი ჩართულნი არიან ტაქტიკურ გადაწყვეტილების მიღებაში იმ დონეზე, რაც ჩვეულებრივ მოსალოდნელია პოლკოვნიკისგან ან ბრიგადის გენერლისგან“, - ციტირებს ორივე გაზეთი მათ წყაროს.

The Times აღნიშნავს, რომ, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, სარდლობიდან იქნა მოხსნილი, ის აგრძელებს გადაწყვეტილებების მიღებას სამხედრო ოპერაციებზე.

ბრიტანეთის არმიის ყოფილი ბრიგადის გენერალი და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სახმელეთო ომის ექსპერტი ბენ ბარი თვლის, რომ სახელმწიფოს მეთაურს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ჰქონდეს, ვიდრე სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, „მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური სტრატეგია და არ ჩაიძირონ ყოველდღიურ საქმიანობაში“.

21 აპრილს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრისას, პუტინმა ბრძანა მარიუპოლში აზოვსტალის ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმის გაუქმება. მიუხედავად ამ განცხადებისა, რუსეთის ჯარებმა მაისის დასაწყისში დაიწყეს იერიში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics