14:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 11:49:35, 430 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორ ტომას ფრიდენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს, როგორიცაა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური მონაწილეობით განხორციელდება საქართველოში 2015 წელს.

შეხვედრის დასასრულს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტომას ფრიდენი საქართველოში დაპატიჟა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics