14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 17:33:18, 447 ნახვა

საზოგადოება
გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი მესაფლავეებმა იპოვეს

კასპში, ყარაფილაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი მესაფლავეებმა იპოვეს.

მათი თქმით, ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან აფეთქების  ხმა შემოესმათ, შემდეგ კი მესაფლავეებმა დაიძახეს, რომ “იურა მოკვდა”.  
პოლიციამ კასპში, ყარაფილაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს,  მოსახლეობას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაატოვებინა.
პოლიციის განმარტებით, სასაფლაოს  ადგილი შეიძლება დანაღმული იყოს, ამიტომაც შემთხვევის ადგილას მისულ ადამიანებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics