10:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 16:36:08, 649 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს

„ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

პატრიარქმა მრევლთან ჯვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჯვარცმა ადამიანის ერთ–ერთი დამამძიმებელი სასჯელი იყო. როცა იესო ჯვარზე გააკრეს, ჯვარი ღვთის ძალა გახდა, ეს ღვთის ძალა კი, საქართველოს უკვე 20 საუკუნეა იცავს. ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხალხისგან, რომ ადამიანს ღმერთმა ძალიან მძიმე ჯვარი მისცა. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს ადამიანი, რომ ატაროს. ადამიანმა ჯვარი თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას და ამ შემთხვევაში ის მძიმე აღარ იქნება. ჯვარი არსებობს სხვადასხვა, არის ოჯახის, პიროვნების ჯვარი ან სამსახურში აქვს ჯვარს რაღაც სიმძიმე“, – აღნიშნა ილია მეორემ. 

მან ხალხს ბოროტებასთან ბრძოლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს.

„ადამიანი სასოწარკვეთილებაში  არასდროს არ უნდა ჩავარდეს. მორწმუნე ადამიანი არ უნდა დაიღალოს. ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს.  მან ბოროტებას უნდა ებრძოლოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს და ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა საქართველოს ვერაფერს ვერ დააკლებს, რადგან უფალი ჩვენს ქვეყანას იცავს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით მხნედ, ღვთის იმედი გქონდეს და ნუ დაიღლებით. ჩვენ უნდა ვებრძლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება“, – ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics