2015-03-12 10:58:52, 331 ნახვა
საზოგადოება
449 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
449 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.
დევნილებს "იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე" პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ შემდეგ ობიექტებში:
ქალაქ თბილისი-191 დევნილი ოჯახი, რაიონი სენაკი-30 დევნილი ოჯახი, რაიონი მარტვილი-12 დევნილი ოჯახი, რაიონი აბაშა-19 დევნილი ოჯახი, რაიონი ზუგდიდი-15 დევნილი ოჯახუი, ქალაქი ბათუმი-3 დევნილი ოჯახი, რაიონი წყალტუბო-179 დევნილი ოჯახი. სულ ჯამში 449 დევნილი ოჯახი.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან