21:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-23 10:12:11, 3571 ნახვა

Lifestyle
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონს სიმსივნე აღმოუჩინეს, იგი ქიმიოთერაპიას გადის

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის.

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს სიმსივნე იანვარში ჩატარებული მუცლის ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს.

სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი. ქეითმა ქიმიოთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო.

პრინცესამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მან თქვა: - ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი შოკი და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირადად გავუმკლავდეთ, ჩვენი ახალგაზრდა ოჯახის გულისთვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ამას დრო დასჭირდა. დრო მჭირდებოდა, რომ გამოჯანმრთელებულიყავი სერიოზული ოპერაციიდან და დამეწყო ონკოლოგიური მკურნალობა. მაგრამ რაც მთავარია, დრო გვჭირდებოდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ისე აგვეხსნა, როგორც მათ შეეფერებოდათ და დაგვერწმუნებინა, რომ კარგად ვიქნებოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ჯანმრთელი ვარ და დღითი დღე ვძლიერდები, ფოკუსირებას ვაკეთებ იმაზე, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში“, - თქვა 42 წლის პრინცესამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics