2015-01-03 14:22:06, 737 ნახვა
საზოგადოება
სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
აბაშის რაიონ სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა სამი პირი და დაშავებულია ათამდე მგზავრი.
დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შენიშნა, მეორე ვერსიით კი ლიანდაგთან შლაგბაუმი არ იყო.
ცნობისთვის, მიკროავტობუსში მოზარდებიც იმყოფებოდნენ, მათგან 14 წლის მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაზარალებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან