13:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:38:46, 705 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, უნდა ველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას

გიორგი კვირიკაშვილი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები  განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში, სადაც გიორგი კვირიკაშვილისა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. 

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილეები, მიხეილ ჯანელიძე და ირმა ქავთარაძეც ესწრებოდნენ.

„სავალუტო ფონდის მისიასთან ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, განვიხილეთ ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ სავალუტო დისბალანსი დაბალანსდეს და სტაბილიზაციისკენ წავიდეს ეროვნული ვალუტის კურსი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა  ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალოვადიანი ღონისძიებები, ასევე კონკრეტული ნაბიჯები პრივატიზებისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ ინვესტიციების წახალისების საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ცოტა ხანში გაჟღერდება. ვისაუბრეთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებაც. იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა.  ვფიქრობ, ჩვენ უნდა ველოდოთ ნამდვილად სიტუაციის დასტაბილურებას, ამისთვის ყველა საფუძველი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics