16:53 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 16:22:01, 4800 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირი ბელარუსიდან: რუსეთიდან ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი

ცოტა ხნის წინ, სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე რუსული ეკლესიის მღვდელი, ბელარუსში ქართული ეკლესიის ხელმძღვანელი მივიდა.

როგორც მან მედიას უთხრა, ბელორუსიიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის დელეგაცია უხელმძრვანელებს. მისივე თქმით, რუსეთიდან ძალინ დიდი დელეგაცია ჩამოვა. როგორც სასულიერო პირმა დაასახელა მათი რაოდენობა 80 იქნება.

მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელორუსიიდან. ბელორუსიიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ეს ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს კარგია, ეს ეკლესიის ერთობაა. ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება", - თქვა სასულიერო პირმა. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics