2026-03-18 02:34:06, 4514 ნახვა
საზოგადოება
ყველა სახელმწიფო და ადმინისტრაციულ შენობებზე დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ასევე პრეზიდენტის სასახლეზე და შეიარაღებული ძალების ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,