2020-03-14 10:22:57, 7535 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 429-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 429-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, მან 145 369-ს მიაღწია.
ამ დროისთვის სულ covid19-სგან გამოჯანმრთელდა 71 694 ადამიანი.
ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში კვლავ იკლებს, ხოლო იტალიაში, ირანში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში იმატებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ covid19 პანდემიად გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,