23:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 12:59:29, 739 ნახვა

კომენტარი
ლევან კობიაშვილი: ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან

ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-თან განაცხადა, სადაც მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

როგორც კობიაშვილმა აღნიშა, 18 დელეგატი უკვე დარეგისტრირებულია, რაც ქვორუმისთვი საკმარისია, თუმცა ყრილობა მაინც არ იწყება. 

„ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. 18 დელეგატი არის დარეგისტრირებული, ქვორუმი შემდგარია. ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, რამოდენიმე დელეგატი ჰყავთ ოთახში ჩაკეტილი და მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ შევიდნენ დარბაზში, სადაც ყრილობა უნდა ჩატარდეს. ისინი ხელოვნურად ცდილობენ პროცესი ჩაიშალოს, არ უნდათ აღიარონ, რომ წააგეს ეს არჩევნები, დღეს დამთავრდება ეს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.

თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა.

საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics