21:33 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 15:01:55, 745 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე მოქალაქეების განცხადებები დაკმაყოფილდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ დღეს, რიგით მე– 19 ჯანდაცვის კომისიის სხდომა ჩაატარა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოქალაქეები სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვდნენ.

მათივე ინფორმაციით, სულ დაფინანსდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 60 მოქალაქის განცხადება.

“C” ჰეპატიტის გამოკვლელვა 32 მოქალაქეს, ძვირადღირებული მედიკამენტები – 24 მოქაქალაქეს დაუფინანსდა. მაგნიტო რეზონანსული და კომპიუტერული კვლევა დაუფინანსდა 2 მოქალაქეს. ოპერაციიის თანანდაფინანსება გაეწია –1 მოქალაქეს. ცერებრალური დიაგნოზით დაბადებული ლუკა ფიფია დაფინანსდა სარეაბილიტაციო მკურნალობით (ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია , ოკუფაციური თერაპია ), – 500 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული განაცხადების თანხამ შეადგინა 16 420 ლარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics