2015-09-17 18:44:44, 819 ნახვა
რეგიონი
ფოთის მერი თურქ ინვესტორს ქემელ ონურს შეხვდა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია თურქ ინვესტორს ქემელ ონურს შეხვდნენ.
ფოთის მერიის ინფორმაციით, შეხვედრისას ქალაქის მერმა თურქ სტუმარს ფოთის ისტორიული წარსულის, მისი გეო-სტრატეგიული მდებარეობის, მალთაყვის უნიკალური საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ტურიზმის განვითარების პერსპექტივისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრისას გამოითქვა ორმხრივი სურვილი პარტნიორობასა და საქმიანი თანამშრომლობის თაობაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან