2015-01-13 10:59:09, 517 ნახვა
სამართალი
შსს: პრესის სახლთან ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა
ქუთაისში, პრესის სახლთან ხანდაზმული ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით 80 წლისაა.
უწყების ცნობით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
ცნობისთვის, დღეს დილით, ქუთაისში, პრესის სახლთან გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან