13:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:01:43, 928 ნახვა

კომენტარი
სოსო ფხაკაძე კონკურენციის სააგენტოსთან დავაზე: დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში, აუცილებლად გავიმარჯვებთ

"ვისოლ ჯგუფის" დირექტორი სოსო ფხაკაძე  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“  და კონკურენციის სააგენტოს შორის არსებულ  სამართლებრივ დავას გამოეხმაურა.

როგორც ფხაკაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, დავას სამართლიანად  მოიგებს:

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ინტერესების დაცვას, უკვე სამართლებრივ ფარგლებში, სასამართლოს ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, "ვისოლი" იმ ხუთ უმსხვილეს საწვავის რეალიზატორ კომპანიას შორის არის, რომელთაც შეთანხმებული ფასით მოქმედების მოტივით,  საერთო ოდენობით  51.6 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

ვისოლმა დაკისრებული 10.4 მლნ ლარის ჯარიმა სადავო გახადა.

რაც შეეხება დაყადაღების წესის ცვლილებას, ფხაკაძის თქმით, ამ პროცესში თავადაც იყვნენ ჩართული  და  ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო

"კარგი გადაწყვეტილებაა, იმ სხვა პაკეტებთან ერთად, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მიიღეს, ეს ეხება  მოგების გადასახადს,  დამატებითი ღირებულების გადასახადსმ როდესაც იმპორტი ხდება მანქანა დანადგარების და კარგია, რომ ამ  კუთხით უნდა ვიმუშაოთ როგორც ხელსიუფლებამ, ასევე ბიზნესმა, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ბიზნესს, რათა  განვითარდეს და უფრო მეტი ინვესტიციები შეიქმნას და შეიქმნას სამუშაო ადგილები",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics