2015-02-20 11:49:35, 830 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკომ უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო ექსპერტები მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის სამხედრო ექსპერტები მიიწვია.
ამის შესახებ პოროშენკომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლთან იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, დონბასში შექმნილი მძიმე ვითარება პოროშენკომ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ცნობისთვის, მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის დაპირისპირება არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან