13:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 17:32:42, 732 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო დონის ქართულ ფარმაცევტულ წარმოება ,,ავერსი- რაციონალში“ მედია ტური მოეწყო

მსოფლიო დონის ქართულ ფარმაცევტულ წარმოება ,,ავერსი- რაციონალში“ მედია ტური მოეწყო.  
მედია ტურის მიზანი ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის ქართული ფარმაცევტული წარმოების გაცნობა იყო.
სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საწარმო, ასევე ლაბორატორია, სადაც ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება, ასევე საწარმოში მუშაობის პრინციპებსა და ძირითად ღირებულებებს გაეცნენ.
,,ავერსი-რაციონალის“  წარმოება აღჭურვილია ამერიკული, იტალიური, ინგლისური, გერმანული, იაპონური და სხვა უმაღლესი ხარისხის, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც იქ ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია.
შეგახსენებთ, რომ პირველად მედიკამენტი „ავერსი რაციონალმა“ მოსახლეობას 2005 წელს შესთავაზა. დღეის მდგომარეობით ,,ავერსი-რაციონალი“ აწარმოებს 141 დასახელების   პროდუქციის 236  პოზიციას.
 ,,ავერსი-რაციონალი“ ფლობს საერთაშორისო დონის ხარისხის სერტიფიკატებს, რომლებიც   კომპანიამ უმოკლეს ვადებში მოიპოვა. ესენია:
2006 წლიდან -  ISO 9001  სტანდარტის შესაბამისობის  სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ჩვენთან მართვადია და შეესაბამება საერთაშორისო  სტანდარტებს.
2008 წლიდან - GMP EU სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ,,ავერსი-რაციონალში” მიმდინარე ყველა პროცესი (წარმოება, ხარისხის  კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვ.) შეესაბამება ევროპული GMP-ის სტანდარტების მოთხოვნებს.
,,ავერსი-რაციონალის“ მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ- ქიმიური ლაბორატორია გაიხსნა  2012 წელს, რომელიც განლაგებულია ≈ 750 მ2  ფართობზე.   აქ სრულდება ფიზიკურ-ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ანალიზები.  ლაბორატორია, ისევე როგორც წარმოება აღჭურვილია საუკეთესო, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებით და ინვენტარით. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე ისიც, რომ ,,ავერსი- რაციონალის“ ლაბორატორია ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებს შორის არის.
2014 წელს სულ გაიყიდა 6 მილიონამდე  კოლოფი მზა პროდუქტი.
ამჟამად ,,ავერსი-რაციონალში“ დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics