23:12 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 12:54:49, 2545 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე სუს-ში მივიდა

გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. ყოფილმა პოლიტიკოსმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებასთან სასაუბროდ „სუს-ის კონტროლირებადი“ სასამართლოს შუამავლობა არ სჭირდება.

შენობაში შესვლამდე თარგამაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკრიტიკა. მისი განცხადებით, თავადაც აქვს კითხვები, თუ რატომ არ ინტერესდება სუს-ი ქვეყანაში არსებული რეალური საფრთხეებით.

“ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს. დასასაბუთებელი აქვთ მათ — რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც, თურმე, მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად… წავიდნენ ახლა და ის 300-ვე ადამიანი გააკონტროლონ! იმიტომ, რომ ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული (და არ იციან ამათმა რა აქვთ მიღებული), აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა თარგამაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics