02:20 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 18:39:54, 510 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ იქმნება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ იქმნება.

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში  ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფის - „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შექმნა.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი  წამების, არაადამიანური დ ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლადშექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახლადშექმნილი დეპარტამენტის მომავალი მიზნების, ამოცანების და საქმიანობის გეგმების შესახებ საზოგადოებას ახლო მომავალში ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება.

თებერვლის თვეში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics