2020-07-23 15:05:19, 19894 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰონგ-კონგში კოვიდ19-ის კიდევ 118 შემთხვევა დადასტურდა - მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ
ჰონგ-კონგში კოვიდ19-ის კიდევ 118 შემთხვევა დადასტურდა, რაც ქალაქში 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში, ჰონგ-კონგში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებულებიდან 111 ადგილობრივი გადაცემა იყო.
მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენასა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გასვლას ურჩევს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან