23:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 11:33:02, 15934 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მოათავსეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს.

როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, ამ ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ყარაჯალაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირია.

„ჩვეს ცენტრში ასეთი მონაცემებია, შემოვიდა 2 ახალი პაციენტი და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი და დღევანდელი მონაცემებით, 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენთან შემოსული 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, როგორც შემოტანილი შემთხვევა რუსეთიდან არის, საკარანტინე სივრცეში იყო და იქ დაუდასტურდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics