|
2020-05-22 10:51:16, 12691 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კრიტიკული პაციენტის პროგნოზი კეთილსაიმედოა, ხოლო მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი გვყავს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კლინიკაში მყოფი ერთი კრიტიკული პაციენტის პროგნოზი კეთილსაიმედოა. მისი თქმით, მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი მკურნალობს. „ჩვენთან დილის მონაცემებით წევს 40 პაციენტი. აქედან 35 არის დადასტურებული შემთხვევა. ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ მიგვიღია. 5 პირის ანალიზების კვლევა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა. მდგომარეობა დასტაბილურდა,, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, მალე გაწერაზეც ვილაპარაკებთ. მძიმე პნევმონიით გვყავს ამ ეტაპზე ორი პაციენტი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არაა სტაბილური. იმედია აქაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)