21:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 21:43:09, 15702 ნახვა

ომი უკრაინაში
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღაბი აუცილებელი იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. 

„სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მგზავრისთვის ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რაც სულაც არაა ადვილი, ამიტომ მიდის მუშაობა, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics