00:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 10:46:02, 10145 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან 3 ახალი პაციენტია მოთავსებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან 3 ახალი პაციენტია მოთავსებული.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.

„ჩვენთან შემოსულია 3 ახალი პაციენტი ბოლნისიდან, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი გუშინ გვიან შემოვიდნენ ჩვენთან და არსებული რუტინული კვლევებით, მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე არ არის. ამჟამად გვყავს 38 პაციენტი. ორთან მივიღეთ ტესტზე უარყოფითი პასუხი და დატოვებენ კლინიკას. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა და ისიც მოზარდი. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილური და ვიმედოვნებ, ასე დარჩება. ასევე ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics