|
2020-05-04 21:49:10, 16300 ნახვა
ომი უკრაინაში
რატომ ხტებიან რუსი ექიმები ფანჯრებიდან - ყველას, სრულ იდიოტებად გვთვლიან
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ The Moscow Times რუსულ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტში ამ განცხადებებს სიყალბე უწოდეს. რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ფანჯრიდან უკვე მესამე ექიმი გადავარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელი პნევმონიით დაავადდა. საავადმყოფო სასწრაფოთ ჩაკეტეს, ასობით თანამშრომელთან და პაციენტთან ერთად. ტესტირების შედეგად 10 აპრილის მონაცემებით კორონავირუსით 170 ექიმი და პაციენტია დაავადებული. "მთელი მედპერსონალი, ეს კი 100-ზე მეტი ადამიანია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩაკეტეს. გამოცხადდა კარანტინი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარით ყოველგვარი გადაადგილება აიკრძალა. ამასთან, ექიმებს არ ჰქონდათ საკვები და ღამის გასათევი ადგილიც კი, ადმინისტრაცია კი ფანჯრიდან გაიპარა," - განუცხადა "Эхо Москвы"-ის ერთერთმა იურისტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.ანასტასია ვასილევა, რუსეთის ჯანდაცვის მუშაკთა პროფესიული გაერთიანება „ექიმთა ალიანსის“ ლიდერი, ერთ-ერთია, ვინც ღიად საუბრობს რუსეთში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. „თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ჩვენ ყველას, სრულ იდიოტებად გვთვლიან. ხელისუფლებასარაფრად უღირს ექიმების, რიგითი ადამიანების სიცოცხლე, მხოლოდ საკუთარი ამბიციები და ფინანსური კეთილდღეობა ადარდებს. სულ მაინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს ავიტანთ ამ ტყუილებს და შეურაცხყოფას, რომელიც ყოველდღიურად გეომეტრული პროგრესიით იზრდება. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში დაიხურა 7000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, 30 000-ზე მეტი ექიმი თუ ექთანი დაითხოვეს სამსახურიდან; მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფექციური პროფილის და სანეპიდსადგურის ექიმები. ახლა კი, ამ გლობალური და მართლა სერიოზული პანდემიის ფონზე, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყველაფერი "კონტროლის ქვეშაა.“
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)