2020-05-01 10:23:54, 9585 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი დედა-შვილი შეიყვანეს
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი დედა-შვილი შეიყვანეს, - აღნიშნულის შესახებ ბოჭრიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი დედა-შვილის ოჯახი მათთან მკურნალობდა, მეორე კი გორიდან გადაიყვანეს.
„დაემატა 4 ახალი პაციენტი. შემოყვანილია ორი დედა-შვილი. ერთი დედა-შვილი გორიდან არის გადმოყვანილი. მეორე დედა-შვილის ოჯახის წევრები კი ჩვენთან მკურნალობდნენ. ანუ ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან