18:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 13:11:35, 7189 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - 82 წლის ქალი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, აპარატიდან მოვხსენით და კონტაქტურია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით,  კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის მძიმე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და მისი მდგომარეობა კონტაქტურია.

მისი თქმით, ქალს 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს და ინსულინოთერაპიაზე იმყოფება.

„82 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაცია, მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემები, მოიხსნა აპარატიდან და არის კონტაქტური, ადეკვატური, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიგენდამოკიდებული.

ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე - ამ ქალბატონს, 30 წელია, აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ შაქრიანი დიაბეტი, გართულებული სხვადასხვა ფორმით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს.

როგორც კი ეს ვირუსი გაჩნდა სამყაროში, რატომღაც ყველამ ერთად, ვინაიდან ახალი იყო და ჰქონდა მაღალი ლეტალობა, დავარქვით მკვლელი ვირუსი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics