2020-04-28 21:31:24, 14772 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთში ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანპოსრტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება
საფრანგეთში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სასწავლო დაწესებულებებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამონაკლისი მხოლოდ საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება დაშვებული.
ამასთანავე, ქვეყანაში 11 მაისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნა იწყება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის განახლებას იწყებს, ასევე იხსნება სკოლები.
გარდა ამისა, ქვეყანაში 11 მაისიდან მაღაზიები და ღია ბაზრებიც იხსნება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან