21:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 14:12:57, 13470 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე - COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის თვალსაზრისით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

მისი თქმით, დაინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია.

„ზოგადად, საქართველოს აქვს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა. სულ 511 პაციენტია და კიდევ უფრო კარგი მდგომარეობაა გარდაცვლილი პაციენტების მცირე რიცხვის მაჩვენებელით, რადგან სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად, ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია. ჩვენთან ამჟამად მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში. ხორციელდება ერთიანი მიდგომით, ერთიანი სქემით, ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან კოვოდი ძალიან მრავალსახოვანი დაავადებაა. ახალია, ძალიან ბევრი ისეთი თვისება აღმოაჩნდა, რომლებიც აქამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც მსოფლიოს ექიმებისთვის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics